top of page
cropped-cropped-cropped-12562854_1093238317362771_1736676100_o-2.jpg
mystery-Man-Soompi_edited.png

ქართულ მედია-სივრცეში პანკისის ხეობის ეთნიკურ-რელიგიური სტიგმატიზება: თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე

„მთავარია მძიმე, საინტერესო და რაც მთავარია, „გაყიდვადი“ თემა წაიღო ადგილიდან. ასე ხდებოდა პანკისის შემთხვევაშიც....” - წერდა 2015 წელს სულხან ბორძიკაშვილი, თავის ერთ-ერთ ბლოგში, პანკისის ხეობასთან მიმართებით ქართული მედია-საშუალებების დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე. მას შემდეგ 8 წელი გავიდა, თუმცა ხეობის გარშემო წინა დეკადებში შექმნილი სტერეოტიპები და ეთნიკურ-რელიგიური სტიგმები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. „იმაზე არავინ იფიქრებს, ერთ დროს მედიას რომ ადეკვატურად გაეშუქებინა რეალობა, საქმე აქამდე არ მივიდოდა, ეს არ მოხდებოდა!“ (სულხან ბორძიკაშვილი). 

პან_edited_edited_edited.png
the-old-television-illustration-a-collection-of-the-colored-hand-drawn-doodles-in-graphics

"ისლამისტი ტერორისტია"

"პანკისიდანაა"

პანკისის ხეობასთან მიმართებაში ცალკეული მედია-საშუალებების მიკერძოებული და ცალსახა პოზიცია ნათელი გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის შესახებ სიახლეების გაშუქებისას. 

მოვლენის აღწერა

რა მოხდა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში? 

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ტერორიზმის ხელშეწყობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სწორედ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი იყო, რომელიც სპეცრაზმელის მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობა მის მიერ ხელყუმბარით წინააღმდეგობის გაწევის მცდელობით ახსნა. თუმცაღა, 2018 წლიდან, გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმის და სუს-ის იმ წარმომადგენლების სამართლებრივ დასჯას ითხოვდა, რომლებსაც, მისი აზრით, წვლილი მიუძღოდათ თემირლანის მკვლელობაში. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი 2018 წლიდან სახელმწიფოს სპეცოპერაციის საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვდა. თუმცა, მისი მოთხოვნა არათუ უპასუხოდ დარჩა, არამედ ის ტერორიზმის ხელშემწყობ პოტენციურ მუსლიმად წარმოაჩინეს.

RETH.jpg

Timberly Williams

DC8B590F-E0B0-4F34-BC47-3AB421C1AA3C_cx0_cy5_cw0_w1200_r1.jpg

 ტელეკომპანია იმედი მალხაზ მაჩალიკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებით ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას და შვილმოკლული მამის მოთხოვნების დისკრედიტაციას.

571fc7c0cd9f089d5da0b13dc17302d7_edited_

2018 წლის 27 აპრილს მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაასაჯაროვა ექსპერტიზის შედეგები, რომლის თანახმადაც, ხელყუმბარაზე გარდაცვლილის თითის ანაბეჭდი ან დნმ-ის კვალი არ დადგინდა. ეს სიახლე „რუსთავი 2“-ისა და „TV პირველის” საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს, მაშინ, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მოამბეში“ და „იმედის“ „ქრონიკაში“ არ გაშუქებულა

Jcirri6qiJJzu.jpg

2020 წლის 28 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ტოქშოუ „არენაზე“ ისევ პოლიტიზირებული რაკურსით გააშუქეს. აღსანიშნავია, რომ თემაზე სალაპარაკოდ მოწვეულნი იყვნენ პროკურატურისა და სუს-ის წარმომადგენლები, რომლებიც მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ვერსიას აჟღერებდნენ. ამავე ეთერში გავიდა 43 წუთიანი ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ტერორიზმზე აქცენტის შემდგომ, ხაზგასმული იყო პანკისის ხეობის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი. ფილმის ჩვენებას მოჰყვა განხილვა თემირლან მაჩალიკაშვილის ჩატაევის ჯგუფთან შესაძლო კავშირებზე. 

მამუკა მდინარაძე

„მაჩალიკაშვილის საქმესთან ვერ ვისმენთ ვერცერთ არგუმენტს გაჩერებულები ვართ პოლიტიკურ მესიჯებზე, რომ მამას შვილი მოუკლეს და წმინდად მანიპულირებენ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებზე, არცერთი საგნობრივი არგუმენტი ჩვენ დღემდე მოსმენილი არ გვაქვს.”

201712062238001887744306_photo-1513766158_edited.jpg

ვაკა გორგილაძე

„ევროპაში ტერორიზმთან მიმართებით მთელი საზოგადოება არის კონსოლიდირებული, ჩვენთან ხდება პირიქით, ჩვენთან პოლიტიკურ მიჯნაზე არის, ხელისუფლება აწყობს ბრიფინგებს, ხდება გამოძიება, არის ფაქტები, ხელმოწერები, საბუთები, სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვადასხვა საექსპერტო უწყებების დასკვნები და ამის მიუხედავად ოპოზიცია კვლავ განაგრძობს შვილმკვდარი მამით სპეკულაციას და უნდობლობას უცხადებს სახელმწიფოს, შესაბამის უწყებებს და ამ სამწუხარო ტრაგედიას, რომ ეს იყო გარდაუვალი აუცილებელი თავდაცვითი რეაქცია.“

მაჩალიკაშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში

სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობის მოწმე მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

 სტრასბურგის სასამართლოს 2023 წლის 19 იანვარს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, ასევე, განსხვავებულად გაშუქდა მედია-საშუალებებში.

download.png

კერძოდ, სასამართლო დადგენილებას ტელეკომპანია იმედი აშუქებდა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების პერსპექტივიდან (თემირლან მაჩალიკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დადგინდა), მაშინ, როდესაც სხვა მედია-საშუალებებმა (ფორმულა, პირველი არხი) ამბის გაშუქებისას დაღუპულის ოჯახის პოზიციაც დააფიქსირეს. 

57444632_1155029721344013_210584625934761984_o.jpg

პანკისის ხეობა ქართული მედია-საშუალებების ყურადღების ცენტრში ძირითადად ჯერ სპეცოპერაციებით, შემდეგ ჰესებთან დაკავშირებული მოვლენებით მოექცა.

„ტერორიზმის კვალიფიკაცია აღიქმება, როგორც კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ პანკისის მოსახლეობა კვლავ მოინიშნოს საფრთხედ და ტერორიზმთან კავშირში ხეობის ასოცირებით მოხდეს დასჯასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული პოლიტიკის გაგრძელება პანკისის ხეობის მიმართ“,-პანკისის სახალხო კრების განცხადება

პანკისი.jpg
publika.ge-16600590450.jpg

გელა მთივლიშვილი

„ტერორიზმის საკითხების გაშუქებაზე სრული კარტ-ბლანში აქვს აღებული ტელეკომპანია „იმედს“, რომელიც არის პროსახელისუფებო ტელევიზია... ინფორმაცია, რასაც ისინი აშუქებენ ტელევიზით, არის ამოღებული პირდაპირ სისხლის სამართლის საქმის მასალიდან, რომელზეც არავის არ მიგვიწვდება ხელი... 

(პანკისის სათემო რადიო)

ქეთი თუთბერიძე

„მაგალითად, პანკისში მე მყავს ჩემი წყაროები... ისინი ასევე ხედავენ ჩემს ანტიისლამოფობიურ განწყობებსაც, რადგან მე სულ ვცდილობ ხაზი გავუსვა, რომ პანკისი არ არის ტერორიზმის ბუდე, როგორც ამას ლავროვი ამბობს ხოლმე, არამედ ეს არის ტერიტორია, საიდანაც რამდენიმე ათობით ადამიანი, მათ შორის ზოგი მოტყუებით, წავიდა სირია-ერაყის ტერიტორიაზე“.

(საზოგადოებრივი მაუწყებელი)

ეკა ჭითანავა

„ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები ხშირად არასწორად შუქდება. პრობლემაა ტერმინების არასწორად გამოყენება, მაგალითად „ისლამისტი ტერორისტი“. ხშირია პანკისის კონტექსტში საუბარი პოტენციურ ტერორიზმთან დაკავშირებით, რაც მათ სტიგმატიზაციას ახდენს“.

 

(ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი)

ჟურნალისტთა აღნიშნული პასუხები მოცემულია მედიის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ, 2019 წლის კვლევაში: "კრიზისული სიტუაციების გაშუქება".

57444632_1155029721344013_210584625934761984_o.jpg

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე სხვადასხვა ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვების მიერ განსხვავებულად გაშუქდა. პანკისის ხეობასთან მიმართებით მედია-პოლიტიკის ზოგადი სურათი შემდეგნაირია: იგი კულტურული ღონისძიებების თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ინტეგრაციული პროგრამების შესახებ არსებული სიახლეებით ახსენებს თავს აუდიტორიას, თუმცა, როგორც კი, საკითხი ეხება სხვა ჯგუფთა ინტერესებს, ადგილობრივთა შეხედულებები რიგ მედია-საშუალებებში უგულებელყოფილია.

MDF10_(1).jpg

ავტორი:

აქსანა ახმედოვა

სტატია მომზადებულია "მითების დეტექტორის ლაბორატორიის" პროექტის ფარგლებში.

bottom of page